მთავარისიახლეებიპოლიტიკაზემო ლარსზე სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი გაიხსნება

ზემო ლარსზე სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი გაიხსნება

Published on

ზემო ლარსთან, უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. თუმცა უწყებაში ჯერ არ აზუსტებენ, როდის მოხდება ეს.

ეს გადაწყვეტილება ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ჩატარებული თათბირის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ჩრდ. ოსეთის შს მინისტრიც ესწრებოდა. 

ამასთან, დღეს გავრცელდა კადრები, როგორ მიემართება ზემო ლარსისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა. 

ზემო ლარსთან საქართველოში შემოსვლის მსურველი მანქანების რიგი ისევ 20 კმ-ზეა გადაჭიმული. დიდი რიგია ასევე საბაჟო პუნქტთან. გასაუბრების შემდეგ, ფაქტობრივად, უკან არავის აბრუნებენ და საქართველოში უშვებენ. საზღვარი საქართველოს არ ჩაუკეტავს და არც აპირებს. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის საშუალო ხანგრძლივობა 4-5 დღე-ღამეა, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით კი 4-5 საათი. რუსეთის მიმართულებით საცობები არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ინფორმაცია 250 000-მდე რუსის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. მისი თქმით, დაახლოებით 4-5 დღის წინ 5-დან 6 ათასამდე ადამიანი შემოვიდა, ახლა კი მათი რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა.

რუსი “ავტორიტეტი” იგორ კუსკი, რომელიც 23-წლიან სასჯელს იხდიდა, უკრაინაში მოკლეს

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....