მთავარისიახლეებისაზოგადოება“არ მესროლოთ ჟურნალისტი ვარ “- ომის მემატიანე დათო ბოლქვაძე

“არ მესროლოთ ჟურნალისტი ვარ “- ომის მემატიანე დათო ბოლქვაძე [Video]

Published on

“პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის, იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს“, – ეს წარწერა ვაშინგტონშია გაკეთებული, სადაც დათო ბოლქვაძის სახელი და გვარი იმ ჟურნალისტებს შორისაა, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
დათო ბოლქვაძე აფხაზეთში ომს სამი თვის განმავლობაში იღებდა. აფხაზეთის ომს გადაურჩა, მაგრამ 1993 წლის 28 ოქტომბერს, ის სამეგრელოში, ხობის ცენტრში , სამოქალაქო ომის გაშუქებისას დახვრიტეს.
მასალა მომზადებულია ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში “მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად”, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

#მედიადანდობა
#გამაუკეთესე

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...