სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

0
207

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციაც Reuters ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც ერთმანეთს, საერთო საზღვრის გასწვრივ განახლებულ შეტაკებებსა და ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

“23 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სხვადასხვა პოზიციიდან სროლით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ რაიონში”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

მალევე ბრალდებებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ცეცხლი პირველად სომხეთმა გახსნა.

“სომხეთის პროვოკაციას ადეკვატური ზომებით ვუპასუხეთ“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 14 სექტემბრის დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა. სომხეთი აცხადებს, რომ მისი მხრიდან 207 სამხედრო დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფორმაციით კი, მისი მხრიდან 79.

ამის შემდეგ ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტაზე ისევ შეთანხმდნენ.

წინა სტატიამელიტოპოლში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
შემდეგი სტატიაგავუზიარე დოკუმენტები სანქციების თავიდან არიდებაზე – ხოშტარია კიევში შეხვედრებს მართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური