მთავარისიახლეებიგავუზიარე დოკუმენტები სანქციების თავიდან არიდებაზე - ხოშტარია კიევში შეხვედრებს მართავს

გავუზიარე დოკუმენტები სანქციების თავიდან არიდებაზე – ხოშტარია კიევში შეხვედრებს მართავს

Published on

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კიევში შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, დღეს ვიზიტის პირველი დღეა და საუბრის თემებს შორისაა სანქციების თავიდან არიდების შემთხვევები და ოლიგარქიული მმართველობის კავშირები კრემლთან.

“საინტერესო შეხვედრები მაქვს კიევში. დღეს პირველი დღეა და გიზიარებთ თემებს, რაზეც ვსაუბრობთ შეხვედრებზე:

კარგად ხვდებიან, რომ ხალხის მხარდაჭერა მაღალია მიუხედავად მთავრობის პრორუსულობისა
უკრაინა რეგიონალური ლიდერია და რეგიონში პუტინის საყრდენების მოშორება საერთო ამოცანაა.
გავუზიარე მასალები, დოკუმენტები სანქციების თავიდან არიდების შემთხვევებზე და ოლიგარქიული მმართველობის კავშირებზე კრემლთან. სამუშაო რეჟიმში მუდმივად მივაწვდით ინფოს
გვინდა თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე
უკრაინელი დევნილებისთვის საერთაშორისო ფონდებზე ერთად ვიმუშავებთ, რადგან მთავრობა არაფერს შვება
მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია”, – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, “დროა” პერიოდულად აქვეყნებს მასალებს და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებას ითხოვს.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...