მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ატარებს

რუსეთი უკრაინის 4 ოლქში ე.წ “რეფერენდუმს” ატარებს

Published on

ოკუპანტი რუსეთი უკრაინის 4 ოლქში დღეს ე.წ “რეფერენდუმს” ატარებს. კენჭისყრა გულისხმობს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების “რუსეთთან მიერთებას”.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხმების გაზრდის მიზნით რეფერენდუმში 13-დან 17 წლის ჩათვლით, მოზარდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ე.წ. “რეფერენდუმის” შედეგებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები არის პასუხი ზელენსკის მოწოდებაზე – “რუსებმა დატოვონ უკრაინა!”.

ოფიციალური კიევი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ყველა ქმედება, მიითვისოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები, კრახით დასრულდება

“მობილიზაცია და რეფერენდუმი ჩვენთვის არაფერს ცვლის კონტრშეტევებს გავაგრძელებთ და ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებთ. ამას ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთებთ პუტინის რეფერენდუმს პუტინის 90% არ აღიარებს. რუსეთი იზოლაციაში მოექცევა დამიჯერეთ, მისი პარტნიორებიც კი დისტანციაზე დადგებიან რეფერენდუმი ჩვენს გეგმებს არ ცვლის” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონების ამომრჩევლებმა დღეს უნდა უპასუხოს:
“მხარს უჭერს თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით”?

ხოლო რაც შეეხება ხერსონისა და ზაპოროჟიეს, აქ მოსახლეობამ კიდევ 2 კითხვას უნდა გასცეს პასუხი. “სურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა”

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...