ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი – შსს განცხადებას ავრცელებს

0
181

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.

პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – წერს შსს.

წინა სტატიათავდასხმა ბანკზე ქუთაისში – შეიარაღებულ პირს, სავარაუდოდ მძევლები ჰყავს აყვანილი
შემდეგი სტატიაქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი $2 მლნ -ის გარდა, რუსულ დროშას, სპრინტერსა და ანკესს ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური