ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი $2 მლნ -ის გარდა, რუსულ დროშას, სპრინტერსა და ანკესს ითხოვს

0
271

​​ქუთაისში პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.

ვიდეო ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში ისმის მძევლების საუბარი, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე წამზომია ჩართული.

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე ბაკზე თავდასხმა დღის 11:00 საათზე მოხდა. უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელს 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ორი ბანკის თანამშრომელია, დანარჩენი კი მომხმარებელი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

წინა სტატიაქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ხელში ლიმონკა უჭირავს, ის აფეთქდება საათსა და 30 წუთში” – მძევალი ქუთაისიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური