უკრაინის პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მტავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 18 სექტემბრის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ როგორც ახლა გაისმის ყველგან უკრაინის გათავისუფლებელი ქალაქების სახელები, ისევე გაჟღერდება ის ქალაქებიც, რომლებსაც უკრაიუნა აუცილებლად გაათავისუფლებს.
“იზიუმი, ბალაკლეა, კუპიანსკი – ეს სიტყვები ახლა ყველგან გაისმის.
მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ეს სიტყვებიც ჟღერს, და გაჟღერდება უფრო ხშირად და ხმამაღლა, როცა მათ გავათავისუფლებთ.
დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ეს სიტყვებიც გაჟღერდება. და ჯანქოი, ევპატორია, იალტა – ესენიც…”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.