მთავარისიახლეებიმსოფლიორუსებმა ღამით სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს დაარტყეს - "ენერგოატომი"

რუსებმა ღამით სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს დაარტყეს – “ენერგოატომი”

Published on

ღამით რუსმა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა ატომური რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა.

უკრაინის ცნობით, დარტყმის ტალღამ დააზიანა ატომური ელექტროსადგურის შენობები, ჩაამტვრია 100-ზე მეტი ფანჯარა. სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი „ოლექსანდრივსკაია ჰესის“ ერთ-ერთი ჰიდრავლიკური ბლოკი გამოირთო, ასევე გაითიშა სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

“დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონაზე”, – ნათქვამია “ენერგოატომის” განცხადებაში.

“ენერგოატომში” აცხადებენ, რო აჟამად სამხრეთ ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სადგურის პერსონალს შორის მსხვერპლი არ არის.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...