მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის წინსვლა და გათავისუფლებული დასახლებები - რა უნდა ვიცოდეთ 17 სექტემბერს

უკრაინის წინსვლა და გათავისუფლებული დასახლებები – რა უნდა ვიცოდეთ 17 სექტემბერს

Published on

უკრაინის არმიის წინსვლა როგორც აღმოსავლეთის, ასევე სამხრეთის ფრონტზე, კვლავ გრძელდება. როგორც აშშ-ის ომის შემსაწვლელი ინსტიტუტი და სხვა დამოუკიდებელი წყაროები იტყობინებიან, კუპიანსკი სრულად გათავისუფლებულია და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებს დაემატა. 

კუპიანსკის გათავისუფლება კონტრშეტევის პირველივე დღეებში მოხდა, თუმცა, მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირზე გაშენებული ქალაქის ნაწილის სრულად გაკონტროლება ვერ ხერხდებოდა იქ რუსული სენაერთების ყოფნის გამო: სპეცდანაყოფმა “კრაკენმა” ეს პრობლემა გადაწყვიტა: ოსკოლი ფორსირებულია, ხოლო კუპიანსკი სრულად კონტროლდება. 

ამას გარდა, უკრაინა წინ დაიძრა მელიტოპილისკენ და, სავარაუდოდ, ლიმანისა და იამპილის ბაზებს უმიზნებს. ყოველ შემთხვევაში, მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე მიტანილი იერიში და დასახლებების აღების თანმიმდევრულობა ამაზე მიუთითებს. მაგალითად, უკრაინელებმა ჯერ მელიტოპოლის ლიმანიდან აღმოსავლეთით მდებარე დიბროვი აიღეს, შემდეგ კი დასავლეთით მდებარე შუროვო. 

აქტიურობა შეინიშნებოდა სამხრეთის მიმართულებაზეც. 

დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის მიერ განადგურებულია საბრძოლო მასალების ორი საწყობი და 4 რუსული ბაზა:

სვატოვოს რაიონი, ლუგანსკის ოლქი – ბაზა, მელიტოპოლის რაიონი, ზაპოროჟიის ოლქი – ბაზა, სკადოვის რაიონი, ხერსონის ოლქი – ბაზა+საწყობი, ბერისლავის რაიონი, ხერსონის ოლქი – ბაზა+საწყობი.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...