მთავარისიახლეებიმსოფლიოიზიუმში ექსგუმირებული 400 ცხედრიდან 99%-ს ძალადობის კვალი აღენიშნება

იზიუმში ექსგუმირებული 400 ცხედრიდან 99%-ს ძალადობის კვალი აღენიშნება

Published on

ძალადობრივი სიკვდილის კვალი აღმოჩენილია იზიუმში ექსგუმირებული ცხედრების 99%-ზე – ამის შესახებ ხარკოვის ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს. 

“რამდენიმე ცხედარი ზურგსუკან შეკრული ხელებითაა, ერთი ადამიანი კი ყელზე თოკშემოხვეულია დაკრძალული. დაკრძალულთა შორის ბავშვებიც არიან, ერთი – 5 წლისაა”, – წერს ის. 

შემზარავი ფოტოები იზიუმის საერთო სასაფლაოდან გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმაც. 

“რუსეთი მხოლოდ სიკვდილისს კვალს ტოვებს. მკვლელები. ჯალათები. ადამიანობას მოკლებულები. ვერსად გაგვექცევით, ვერ დაგვემალებით – შურისძიება სამართლიანად სასტიკი იქნება: თითოეული უკრაინელისთვის, თითოეული წამებული სულისთვის”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...