მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - რა ხდება ჩვენს მეზობლად

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი – რა ხდება ჩვენს მეზობლად

Published on

ბოლო ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მხარეებს შორის კონფლიქტი გვიან ღამით, სომხეთის სამი ქალაქის დაბომბვით დაიწყო. კონფლიქტის პროვოცირებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა. 

ქრონოლოგიურად, კონფლიქტი ასე განვითარდა: 

აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული იერიშის დროს, აქტიურად მუშაობდნენ აზერბაიჯანული დამრტყმელი დრონები. სომხური დასახლებული პუნქტები: ვარდანისი, გარისი, კაპანი, ჯერმუკი, კორნიძორი და არენი აზერბაიჯანული არტილერიის ცეცხლის ქვეშ იყო. კაპანთან “ბაირაქტარის” ტიპის დრონებმა სამხედრო ბაზასაც დაარტყეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ საპასუხო ზომები, რომელსაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მიმართეს, ატარებდა ლოკალურ ხასიათს და კანონიერი მიზნებისკენ – სამხედრო ობიექტებისკენ იყო მიმართული, აქედან გამომდინარე, ბაქოს მტკიცებით, ოფიციალური ერევნის განცხადება თითქოსდა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

ესკალაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გავრცელდა კადრები ერევნის სამთავრობო კვარტლიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ნიკოლ ფაშინიანი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მივიდა. მოგვიანებით ფაშინიანი ტელეფონით ვლადიმირ პუტინს ესაუბრა, დილით კი, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ისევ გრძელდებოდა, დახმარებისთვის ოდკბ-ში შემავალ ქვეყნებს მიმართა. 

კონფლიქტის განახლებასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-მაც გაავრცელა: ენტონი ბლინკენმა მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარებით, მათ შორის სომხეთის შიდა ტერიტორიაზე დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო. როგორც ჩვენ დიდი ხნის წინ, მკაფიოდ განვაცხადეთ, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ,” – აღნიშნულია შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

დაახლოებით დილის 9:30 საათზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე შედგა. 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...