მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ 12 სექტემბერს, დღის ბოლოს - ომის 202-ე დღე

რა უნდა ვიცოდეთ 12 სექტემბერს, დღის ბოლოს – ომის 202-ე დღე

Published on

უკრაინის არმიამ გუშინ და დღეს, დღის განმავლობაში, 25-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. სულ, 1 სექტემბრიდან დღემდე გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი 6.000 კვ. კილომეტრია.

უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, 300 კმ-ზე მფრენი Agm-140 Atacms-ებით რუსეთის სიღრმეში, ტაგანროგში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი დაბომბა – ეს არის პასუხი ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე.

უკრაინის ავიაციამ 11-12 სექტემბრის მონაკვეთში 3 იერიში მიიტანა რუსულ პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფებმა 270 საცეცხლე დავალება შეასრულეს. 40 ოკუპანტი მოკლულია. განადგურდა:
4 ტანკი, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა Мста-С; საბრძოლო მასალების საწყობი კახოვკაში.

რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მისი მარჯვენა ხელი და ცნობილი ბოევიკი, დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი უკრაინაში დაბრუნდა და ამჟამად იქ 10.000-ზე მეტი ჩეჩენი მებრძოლია.

რუსეთმა ისევ დაბომბა ხარკოვი. უკრაინულმა მხარემ ბელგოროდის რაიონის დაბომბვით უპასუხა. ორივე მხარეს მსხვერპლია.

როსტოვის ოლქში ადგილობრივებს აფეთქების ხმა ესმოდათ. გავრცელდა ინფორმაცია ტაგანროგში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, ამუშავდა ჰსთ სისტემა და უკრაინის მხრიდან გამოშვებული რაკეტა გააუვნებელჰყო.

ქალაქ ირპენში ქართველი მებრძოლების ქუჩა გაჩნდება – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი წერს, რომელიც ირპენში რამდენიმე პროექტს საქართველოს სახელით, ირპენის მერიასთან შეთანხმებით ამზადებს.

უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რუსულის მასწავლებლები დააკავეს, რომლებიც სპეციალურად ჩავიდნენ, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის განათლების სისტემის მიერ შემუშავებული გრაფიკით რუსულის გაკვეთილები ჩაეტარებინათ. ახლა მათ 8-დან 12 წლამდე ციხეში ყოფნა მოუწევთ.

რუსეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ბიულეტენებზე დატოვებული ანტისაომარი წარწერების გამო, წარწერების ავტორებს “არმიის დისკრედიტაციის” ბრალდება წაუყენეს და დარღვევის ოქმები წარუდგინეს.

ყირიმის კოლაბორანტი მმართველი ამბობს, რომ ვინც უკრაინულ სიმღერებს მოუსმენს, დაისჯება

კერძოდ, სერგეი აქსენოვმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და იმ პირებს, ვინც სხვადასხვა ღონისძიებებზე უკრაინულ სიმღერებს რთავს, მოუწოდა, “დატოვონ რუსეთი და უკრაინაში წავიდნენ”.

აქსენოვის გულისწყრომა, სავარაუდოდ, ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელიც ბახჩისარაიში იყო გადაღებული და სადაც, წვეულებაზე ისმოდა “ჩერვონა კალინა”.

სიახლეები

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...

ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ...

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...