მთავარისიახლეებიმსოფლიოფაშინიანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

ფაშინიანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფაშინიანმა პუტინს “დეტალურად გააცნო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული, აგრესიული ქმედებები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით”.

როგორც ფაშინიანის პრესსამსახური აცხადებს, პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანული მხარის ქმედებები მიუღებლად მიიჩნია და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

დღეს, 13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დაშკასანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით “ფართომასშტაბიანი დივერსია” განახორციელა.

აზერბაიჯანული უწყება ირწმუნება, რომ “ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

სიახლეები

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...

ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ...

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...