“მთავრობა 2 წელია განკარგულებას არ ასაჯაროებს, ირღვევა კანონი” – BMG

0
246

საქართველოს მთავრობა 2 წელია განკარგულებას არ ასაჯაროებს, რითიც კანონს არღვევს. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, ხოლო 2021 წელს მიღებული არც ერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა.

საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ხელისუფლებას ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა ატვირთოს.

BMG-ის ცნობით, ყოველ მთავრობის სხდომაზე სულ მცირე 3 განკარგულება მტკიცდება, მათ შორისაა განკარგულებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციაზე და ფიზიკური პირებისა თუ კომპანიებისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემაზე.

თავისუფლების განვითარების ინსტიტურის (IDFI) წარმომადგენელი, გიორგი ავალიაშვილი BMG-სთან ყვება, რომ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებები მოითხოვა, თუმცა ავალიაშვილის თქმით, საკითხზე სასამართლოს სხდომაც არ ჩატარაებულა. გამოდის, რომ მთავრობის ადმინისტრაცია განკარგულებებს არც ვებგვერდზე ტვირთავს და არც მაშინ გასცემს, როცა საჯარო ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს.

რატომ არღვევს მთავრობა რეგლამენტს და რატომ არ აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა გასაჯაროების ვალდებულება აქვს – BMG წერს, რომ მედიამ ამ კითხვით მთავრობის ადმინისტრაციასაც მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

წინა სტატიაგენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ხერსონისა და ლუგანსკის ოლქის ნაწილებსაც ტოვებენ
შემდეგი სტატიათქვენი “ძმობა და მეგობრობა” უფრო საშიშია, ვიდრე უშუქობა, უწყლობა და შიმშილი – ზელენსკი რუსეთს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური