მთავარისიახლეებიმსოფლიოთქვენი "ძმობა და მეგობრობა" უფრო საშიშია, ვიდრე უშუქობა, უწყლობა და შიმშილი -...

თქვენი “ძმობა და მეგობრობა” უფრო საშიშია, ვიდრე უშუქობა, უწყლობა და შიმშილი – ზელენსკი რუსეთს

Published on

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ, საღამოს ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქმედებები (სარაკეტო დარტყმები კრიტიკულ სამოქალაქო ინფრსტრუტურაზე) ტერაქტებს შეადარა:

“უკუნ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს.

გამიზნული და ცინიკური დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფასტრუქტურაზე. არავითარი სამხედრო ობიექტები. გამორთულია ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიის, დნეპროპეტროვსკის, სუმის ოლქებში – ნაწილობრივი პრობლემებია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მიმართა და დაინტერესდა, ფიქრობენ თუ არა ისინი ამ დრომდე, რომ შეუძლიათ გატეხონ, დააშინონ და დათმობები აიძულონ უკრაინას.

“წაიკითხეთ ტუჩების მოძრაობით: გაზის გარეშე თუ თქვენს გარეშე? – თქვენს გარეშე! დენის გარეშე თუ თქვენს გარეშე? – თქვენს გარეშე! უწყლოდ თუ უთქვენოდ? – უთქვენოდ! ლუკმაპურის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენს გარეშე!

სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი – ჩვენთვის იმდენად საშიში და მომაკვდინებელი არ არის, როგორც თქვენი “მეგობრობა და ძმობა”. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზთან, სინათლესთან, წყალთან და საკვებთან ერთად, მაგრამ უთქვენოდ!”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...