ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში – სააკაშვილი

0
313

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას ეხმაურება და წერს, რომ ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში.

“უკრაინის არმიამ უკვე 80 კმ-ით წაიწია წინ ხარკოვის ოლქში. კუპიანსკის აღების შემდეგ ელვისებურად შეუტია იზიუმს და უდიდესი ნაწილი აიღო. აქ რუსებს ძალიან დიდი საფრთხე გაუჩნდათ. ბევრჯერ ვარ ამ ადგილებში ნამყოფი და ვიცი, რომ იზიუმის სპეციფიური ლანდშაფტი ძალიან აადვილებს იქ მყოფი ჯარის “ქვაბში” მოქცევას ისე, რომ გასაქცევიც არსად ექნებათ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ ცოტა ხნის წინ დაკარგულ ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში. ამ ქალაქების საბოლოოდ აღების შემდეგ დონბასზე შემდგომი რუსული შეტევა შეუძლებელი გახდება.

ამავე დროს რუსეთის საზღვარზე ათასობით მანქანა დგას რიგში. ამ მანქანებით ჯარისკაცები და ადგილობრივი კოლაბორაციონისტები გარბიან აგრესორ სახელმწიფოში. რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ.

ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელებმა იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, ბალაკლეა და კიდევ რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი, რომელიც სულ რაღაც 11 დღეში გაათავისუფლეს.ამჟამად უკრაინელი განმათავისუფლებლები ლისიჩანსკის მისადგომებთან არიან და ქალაქის დეოკუპაციისთვის ემზადებიან. უმძიმესი გაზაფხულისა და ზაფხულის შემდეგ, უკრაინელებისთვის შემოდგომა ბევრად წარმატებულია.

წინა სტატიარა ტერიტორიას და რომელ დასახლებულ პუნქტებს აკონტროლებს უკრაინა | ჩამონათვალი
შემდეგი სტატიაგენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ხერსონისა და ლუგანსკის ოლქის ნაწილებსაც ტოვებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური