მთავარისიახლეებიმსოფლიოზელენსკიმ ლიზ ტრასი უკრაინაში მიიწვია

ზელენსკიმ ლიზ ტრასი უკრაინაში მიიწვია

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ზელენსკი განმარტავს, რომ ტრასთან მას სატელეფონო საუბარი გამართა.

“მე პირველი უცხოელი ლიდერი აღმოვჩნდი, ვინც ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერმინისტრს, ლიზ ტრასს ესაუბრა. მე ის უკრაინაში მოვიწვიე. ბრიტანელებს უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთი მზად არის მისი შემდგომი გაძლიერებისთვის”, – დაწერა მან.

მისივე თქმით, ტრასთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდგომ აღდგენაში ბრიტანეთის მონაწილეობა და რუსეთზე შემდგომი ზეწოლა განიხილა.

“მიზანი აგრესიის შეჩერება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა ფორმატში”, – დაწერა პრეზიდენტმა.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...