მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინასთან ომში, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანიებმა, პირადი შემადგენლობის 40% დაკარგეს

უკრაინასთან ომში, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანიებმა, პირადი შემადგენლობის 40% დაკარგეს

Published on

უკრაინაში საომრად წასული კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავებულთა 40% დაღუპული ან დაჭრილია, – ეს ინფორმაცია უკრაინის არმიის გენშტაბმა გაავრცელა და იმის საილუსტრაციოდ, რომ კერძო სამხედრო კომპანიებს სერიოზული დანაკარგი აქვთ, ალექსანდროვკის მიმართულება მოიტანა (ხერსონის ფრონტი). 

“კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც დროებით მიტაცებულ ტერიტორიებზე მოქმედებენ, ძალიან დიდ ზარალს განიცდიან. ალექსანდროვკის ტერიტორიაზე და მიმდებარედ, მოკლული და მძიმედ დაჭრილია ასეთი კერძო კომპანიის რაზმების პირადი შემადგენლობის 40%-ზე მეტი. ამასთან, ზოგჯერ ცხედრების ამოცნობაც კი ვერ ხერხდება და ისინი ფორმდებიან, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარბულები”, – აღნიშნულია გენშტაბის ცნობაში.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში თითო დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა ინფორმაცია ბალაკლეას ალყაში მოქცევის შესახებ, თუმცა, რუსული წყაროები წერენ, რომ ქალაქი ალყაშია და უკრაინელთა ფორმირებების წინააღმდეგ მხოლოდ სამარის სპეცდანიშნულების რაზმი იბრძვის, რომელიც, რუსული წყაროების თანახმად, იარაღის დაყრასა და დანებებას არ აპირებენ. 

სიახლეები

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...

ირლანდიამ 52 ქართველი მიგრანტი დაადეპორტა

ირლანდიამ ოფიციალურად დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. ქვეყნის პოლიციის, An Garda Síochána-ს, ინფორმაციით, სამშობლოში ჩარტერული...