მთავარისიახლეებიმსოფლიოლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარს კეტავს

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარს კეტავს

Published on

ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც სახმელეთო საზღვრით რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით აკრძალვა მოქმედი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ და გამონაკლისი იქნება მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლები და დიპლომატები. სამივე ქვეყანა აკრძალვებს ერთდროულად, სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან აამოქმედებს.

ფინეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ჯერჯერობით ამ აკრძალვას არ უერთდება. როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ევროკომისიის რეკომენდაციებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებს გამარტივებული სახით არ გასცემს.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...