მთავარისიახლეებისაზოგადოება"უკრაინა ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვისაც იბრძვის" - თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსდა

“უკრაინა ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვისაც იბრძვის” – თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსდა

Published on

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება.

როგორც პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, აქცია, რომლის ინიციატორებიც საქართველოში მყოფი უკრაინელები არიან, 19:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

“დღეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ტერორისტულმა სახელმწიფომ განახორციელა აგრესიას უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე არის მთელი თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს დღე, იმიტომ, რომ უკრაინა იქცა ბოროტებასთან თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ეს არის მთელი თავისუფალი სამყაროს და განსაკუთრებულად საქართველოს დღე, იმიტომ, რომ დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.

ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ყველა გარდაცვლილ ადამიანს, მშვიდობიანს თუ სამხედროს, იმ 18 ქართველ სამხედროს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვა უკრაინის მიწაზე და შეეწირა ბოროტებასთან ბრძოლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოშიც აღინიშნებოდეს ეს დღე. სახელმწიფო ამას არათუ არ აკეთებს, არამედ ბათუმში დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ გადადგა სამარცხვინო ნაბიჯები, უზღუდავს აქციას სცენას და ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის. დარწმუნებული ვარ, მთავრობის ეს მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს და დღეს ბათუმში, 20:00 საათზე, ანბანის კოშკთან შეიკრიბებიან ადამიანები, პატივს მიაგებენ უკრაინას და იზეიმებენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.

ასევე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 7 საათზე ადგილობრივი უკრაინელების ინიციატივით და ყველა აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით, იმართება აქცია-მსვლელობა. იმედი მაქვს, დღეს შევიკრიბებით, ვიქნებით ერთად და ღირსეულად შევხვდებით ამ დღეს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...