მთავარისიახლეებიმსოფლიოNATO-ს მიერ უკრაინაში რუსეთის წითელი ხაზების უგულებელყოფა ბირთვულ ომს გამოიწვევს - რიაბკოვი

NATO-ს მიერ უკრაინაში რუსეთის წითელი ხაზების უგულებელყოფა ბირთვულ ომს გამოიწვევს – რიაბკოვი

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ NATO-ს მიერ რუსეთის “წითელი ხაზების” უგულებელყოფა ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკებას გამოიწვევს.

“NATO-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ ჩვენი “წითელი ხაზები” და ჩაერთონ რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინაში, პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაბალანსების მეშვეობით, უკიდურესად სარისკოა. ცხადია, ეს გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას და შეიძლება ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკებამდე მივიდეს, რასაც მოჰყვება საშინელი შედეგები.” – თქვა რიაბკოვმა.

მან ასევე თქვა, რომ ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული და ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის წესი.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...