მთავარისიახლეებიმსოფლიოსერბეთი რუსულ ბაზებზე უარს ამბობს და არმიას NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნის

სერბეთი რუსულ ბაზებზე უარს ამბობს და არმიას NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნის

Published on

სერბეთმა უარი განაცხადა რუსეთის ბაზებზე და NATO-სთან თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებს.  “კომერსანტი” ამ დასკვნამდე ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადების შემდეგ მივიდა, რომელმაც ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ განცხადება გააკეთა. 

კონკრეტულად, საუბარია სერბიის სამხრეთით მდებარე ბუიანოვაცის მიმდებარედ განთავსებულ ბაზაზე და ამ ბაზაზე ერთობლივად ჩასატარებელ სამუშაოებზე, რომელსაც სერბეთის ხელისუფლება პენტაგონთან ათანხმებს. 

ვაშინგტონი და ბელგრადი აპირებენ, განავითარონ “სამხრეთად” წოდებული ეს ბაზა ისე, რომ ის გახდეს “სერბეთის არმიის ნატოს სტანდარტებით გაწვრთნის ცენტრი, რათა სერბული დანაყოფები სამშვიდობო ოპერაციისთვის მოემზადონ.

გასულ კვირას სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა აღარ განათავსებს ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ბაზებს: “სერბეთს არ სჭირდება ქვეყანაში რომელიმე უცხო ქვეყნის ბაზა, რომელიც არ უნდა იყოს ეს”, – თქვა მან. 

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, ბელგრადში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ მიანიშნა, რომ შესაძლოა, სერბეთში ერთობლივი რუსულ-სერბული ბაზა შექმნილიყო. 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...