“ნებისმიერი, ვინც რუსეთს გაამართლებს, რუსეთის დანაშაულის თანამონაწილეა” | ზელენსკი

0
106
Handout Picture - Ukranian President Volodymyr Zelensky during his adress to the first day of Russia 's attacks in Kyiv, Ukraine on february 25, 2022. Photo by Ukrainian président's office via ABACAPRESS.COM

“ნებისმიერი, ვინც რუსეთს გაამართლებს, რუსეთის დანაშაულის თანამონაწილეა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. ამბობს, რომ “მსოფლიოში ვერავინ შეძლებს რუსეთის აგრესიის ამნისტირებას”.

მსოფლიოში ვერავინ შეძლებს რუსეთის აგრესიის ამნისტირებას. ეს წარმოუდგენელია. რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბარბაროსულ და ლაჩრულ ომს აწარმოებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში მიტანილი იერიშების შედეგად 200-ზე მეტი ეკლესია, 900-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, 2000-ზე მეტი საგანმანათლებლო ცენტრი, უნივერისტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაინგრა. ეს ყველაფერი ოკუპანტებმა მიზანმიმართულად გააკეთეს. ეს არის ამორალურია. ნებისმიერი, ვინც რუსეთს გაამართლებს, თანამონაწილეა იმ დანაშაულის, რასაც რუსეთი სჩადის, – ამბობს ზელენსკი.

წინა სტატია300 000-ზე მეტი დევნილი გვყავს, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ “ოცნებაში” ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ – ლომჯარია
შემდეგი სტატიაკომპანია “ბილაინის” განცხადებით, მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, ხოლო დასვალეთ საქართველოში ისინი ვერც სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური