დღეს უკრაინის პორტებიდან 3 სიმინდით დატვირთული გემი გავა

0
261

დღეს, 5 აგვისტოს, უკრაინის შავი ზღვის პორტებს კიდევ სამი გემი დატოვებს სურსათის, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თვდაცვის მინისტრმა გაავრცელა. ორი გემი გაემგზავრება ჩერნომორსკის პორტიდან, ერთი კი ოდესიდან. გემებზე სულ 50 000 ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდია.

მისივე განცხადებით, შემოწმების შემდეგ ცარიელი გემი, რომელმაც სტამბულში მარცვლეული ჩიტანა, სავარაუდოდ, უკრაინაში დაბრუნდება.

ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებში ათი გემი უკვე დატვირთულია მარცვლეულით და მზად არის გასასვლელად.

წინა სტატიაუკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 359 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 700-ზე მეტი
შემდეგი სტატიასომხეთის მოქალაქე საქართველოს საბაჟოსგან მალულად 871,53 გრამი ოქროს ჯართის გატანას ცდილობდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური