მთავარისიახლეებიჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

Published on

ჩინეთი ტაივანის გარშემო მდებარე ზღვებში თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ეს გადაწყვეტილება ტაივანში ამერიკელი პოლიტიკოსის, ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა.

სამხედრო წვრთნები რამდენიმე ადგილზე ჩატარდება, კუნძულიდან 12 მილის მანძილზე. ცნობილია, რომ გამოიყენებენ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალას, წვრთნებში მონაწილეობას როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები მიიღებენ.

ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი სტატუს კვოს შეცვლას ცდილობს და წვრთნებს საზღვაო-საჰაერო ბლოკადად აფასებს. ქვეყნის მთავრობამ თქვა, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე სამინისტროზე კიბერშეტევა მოხდა.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ “დემოკრატები ერთად დგანან” საერთო გამოწვევების წინაშე.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...