მთავარისიახლეები"ამას ფაქტობრივი შეზღუდვები ვუწოდეთ" - ივანიშვილის ადვოკატის აღიარება

“ამას ფაქტობრივი შეზღუდვები ვუწოდეთ” – ივანიშვილის ადვოკატის აღიარება

Published on

რას იცავს ბიძინა ივანიშვილი, პირად აქტივებს, რომელზე წვდომაც აღარ აქვს, თუ სახელმწიფოს ინტერესს. ივანიშვილის ადვოკატმა დღეს ღიად დაადასტურა რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს კრედიტ სუისმა იმაზე მეტი აქტივი გაუყინა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

ვიქტორ ყიფიანის ინფორმაციით, ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან ცალკე ადმინისტრაციული დავაც აქვს. დღესვე, ცნობილი გახდა, რომ კრედიტ სუისის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა თომას გოტსტაინმა პოსტი დატოვა. მედიის ინფორმაციით, მან ეს გადაწყვეტილება წლის მეორე კვარტალში ბანკის მიერ მასიური წაგებისა და არაერთი სასამართლო დავის ფონზე მიიღო.

დავა წარმოებს რამდენიმე ქვეყანაში. ერთი არის ბერმუდა, სადაც ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას, ბანკის სტრუქტურას დაეკისრა 607 350 000 დოლარი. ამ დავასთან არაა დაუკავშირებელი საკითხი გეერზის იურისდიქციაზე გარკვეული აქტივები მიბარებული არის იქაც საბანკო სტრუქტურას. ჩვენ შეგვეზღუდა ამ აქტივებზე წვდომა, შეგვეზღუდა მათი განკარგვა, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ფორმალური შეზღუდვები სახეზე არ არის, ჩვენ ამას ფაქტობრივი შეზღუდვები ვუწოდეთ. ეს არის არასასარჩელო წარმოება. აქ ჩვენ ვედავებით გეერზის უშუალო იურისდიქცია არის, სადაც არის დაფუძნებული ისევ ბანკის მიერ ტრასტი კონკრეტული სახელწოდებითა და იქ აბსოლუტურად სხვა აქტივებზე, რომელსაც არანაირი შემხებლობა სხვა აქტივებთან არ აქვს, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო.
ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ “ოცნებამ” პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

ივანიშვილი ამბობს, რომ “როდესაც ომის უშუალო საფრთხე” მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

სიახლეები

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...