რა უნდა ვიცოდეთ ომის 148-ე დილას: მოგერიებული შტურმი და განადგურებული რუსული საწყობები

0
268
გუშინ საღამოს დაწყებული შტურმი ბახმუტის მიმართულებით მოგერიებულია: შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ამავდროულად, უკრაინის ავიაციამ, რომელიც, რუსეთის მტკიცებით, ომის პირვცელივე დღეებიდან “არ არსებობს”, ოკუპანტთა პოზიცეიბზე, სამხრეთის ფრონტზე, ათი ავიაიერიში მიიტანა. საერთო ჯამში, განადგურებულია ასზე მეტი ოკუპანტი და აფეთქებულია სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტები, ასევე, 6 საბრძოლო მასალის საწყობი, ძირითადად, ხერსონის, ბერისლავისა და კახოვსკის რაიონებში. 
ერთი წინადადებით კი, ომის 147-ე და 148-ე დღეების გასაყარზე, მნიშვნელოვანი სიახლეების კრებსი ასე გამოიყურება:
🔻 რუსული შტურმი ბახმუტისკენ მოგერიებულია, შეტაკებები დილითაც გრძელდება.
🔻 უკრაინელებმა ოკუპანტები უკუაქციეს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მისადგომებიდან.
🔻 უკრაინის ავიაციამ მტრის პოზიციებს, დღე-ღამის განმავლობაში, ათზე მეტჯერ შეუტია და დააზარალა.
🔻 20-21 ივლისის მონაკვეთში, მხოლოდ სამხრეთის მიმართულებაზე, ლიკვიდირებულია 111 ღრუტოპანტი, 5 სამეთაურო პუნქტი, 6 საბრძოლო მასალების საწყობი, დარტყმები განხორციელდა ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკის რაიონებში.
🔻 ოკუპანტებმა გვიან ღამით სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევზე, რამდენიმე რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელყო.
🔻 ლიეტუვა უკრაინას დამატებით გადასცემს საბრძოლო მასალებსა და ტექნიკას.
🔻 უკრაინაში მყოფი რუსი ოკუპანტებიდან ყოველი მესამე ან დაჭრილია, ან მოკლული, აცხადებს ოლექს არესტოვიჩი.
🔻 ომის დასრულების ვადების პროგნოზირება შეუძლებელია, ეს ორ ფაქტორზეა დამოკიდებულია: რამდენად სწრაფად ჩამოვა დასავლური, დაპირებული შეიარაღება და როგორ წარიმართება ბრძოლები ფრონტის ხაზებზე, აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექს დანილოვი.
🔻 “კავკასიის ლეგიონის” ქართველმა მებრძოლებმა ფრონტის წინახაზზე, მნიშვნელოვან ლოკაციაზე შეძლეს მტრის უკუქცევა ერთი კილომეტრით უკან, ოპერაციამ უდანაკარგოდ და დაჭრილთა გარეშე ჩაიარა.
🔻 “ეს არ არის ბოლო გადაყენება”, – ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექს დანილოვი უკრაინის პროკურორისა და უშიშროების უფროსის გადაყენებასთან დაკავშირებით და ამატებს, რომ “საბჭოში ყველაზე ყველაფერი იციან, ვინ სად იმყოფებოდა ომის პირველ დღეებში”.
🔻 “რამშტეინ 4”-ის ფარგლებში მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა გაიზრდება როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთში და ზღვაზე.
🔻 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელებისთვის “ჰაიმარსი” გახდა მშობლიური სიტყვა, ისევე როგორც ადრე “ჯაველინი” და “ბაირაქტარი”.
წინა სტატიააგვისტოდან ქორწინების რიტუალი ძვირდება
შემდეგი სტატიაყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ბოლო შანსია – ევროპარლამენტარი​ რეკომენდაციებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური