უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი უკრაინაში ომზე რუსეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ.
“არ არსებობს “კოლექტიური დასავლეთის” გეგმა. მხოლოდ კონკრეტული Z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომაც ბატონი პუტინის მანტრა “ომი უკანასკნელ უკრაინელამდე” კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ”, – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ის უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მისივე განცხადებით, ჯერ უკრაინაში სერიოზულად არაფერი დაუწყიათ.