მთავარისიახლეებირუსეთში "გაზპრომთან" დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთში “გაზპრომთან” დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

Published on

რუსეთში გარდაცვლილი ნახეს კიდევ ერთი ბიზნესმენი, კომპანია “ასტრა-შიპინგ-ის” აღმასრულებელი დირექტორი, იური ვორონოვი. მისი ცხედარი სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე დასახლებაში, აუზში იპოვეს. პორტალი 47news-ის ცნობით, ვორონოვი თავში გასროლით გარდაიცვალა. ნაპოვნია პისტოლეტი და რამდენიმე ტყვიაც.

მისი კომპანია რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, “გაზპრომ”-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო. გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლემ პოლიციას განუცხადა, რომ მან ქალაქი 1 ივლისს დატოვა, მანამდე კი ორი კვირის განმავლობაში ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს. ქალის თქმით, ვორონოვმა სმა იმიტომ დაიწყო, რომ “კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან უთანხმოების” შედეგად ბევრი ფული დაკარგა.

SPARK-Interfax სერვისის თანახმად, 2020 წელს “ასტრა-შოპინგის” ზარალმა 95 მილიონი რუბლი შეადგინა, 2021 წელს – 65 მილიონი.

ონლაინ გამოცემა Sekret Firmy ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ვორონოვის სიკვდილი “უკვე მეხუთე სიკვდილია ექვს თვეში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის გაზის ინდუსტრიასთან”.

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...