მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ იჩხუბეს, დღეს კი პირდაპირ ფეხში ესროლა - პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის...

გუშინ იჩხუბეს, დღეს კი პირდაპირ ფეხში ესროლა – პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის დეტალები

Published on

მოქმედმა პოლიციელმა მამუკა ქარდავამ მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო: დაჭრილ გოგა კვარაცხელიას პირველი გადაუდებელი დახმარება ზუგდიდის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. ის იქამდე თავისივე მანქანით ჩავიდა ჯვარიდან, სადაც ინციდენტი მოხდა. 

“ოდიშინიუსისთვის” ამ დაპირისპირების ექსკლუზიური დეტალები გახდა ცნობილი. წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, თქვა, რომ ქარდავასა და კვარაცხელიას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ გუშინ, ერთერთ წვეულებაზე დაიწყო, სადაც მამუკა ქარდავა იმყოფებოდა, ხოლო გოგა კვარაცხელია დაგვიანებით მივიდა. 

წყაროს თქმით, იმ დროს უკვე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამუკა ქარდავამ კვარაცხელიას შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი არ მიესალმა. დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა, თუმცა, წვეულებაზე მყოფმა სხვა პირებმა მხარეების გაშველება მოახერხეს და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. 

წყარომ “ოდიშინიუსს” უთხრა, რომ მამუკა ქარდავამ, როგორც ჩანს, წყენა გულში ჩაიდო, გარეთ გავიდა და გაბრაზებულმა, გოგა კვარაცხელიას კუთვნილი ავტომანქანის საქარე მინები ჩაამსხვრია.

გუშინ ინციდენტი ამით ამოიწურა, მაგრამ დღეს ქარდავა და კვარაცხელია, წყაროს თქმით, დაბა ჯვარში (ზუგდიდიდან დაახლოებით 30 კმ) შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც პოლიცეილმა მამუკა ქარდავამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გოგა კვარაცხელიას მიმართულებით გაისროლა.

ტყვია კვარაცხელიას ფეხში მოხვდა, ქარდავამ კი იქაურობა დატოვა. ამის შემდეგ კვარაცხელია ზუგდიდის საავადმყოფოში მივიდა. წყაროს თქმით, მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მამუკა ქარდავა ამ დრომდე არც დაკითხულია და არც დაუკავებიათ, წყაროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი მუხლით არ არის აღძრული. ჯერჯერობით უცნობია, ტაბელური იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც ქარდავამ კვარაცხელია დაჭრა. 

პოლიციელი მამუკა ქარდავა ადრე ნასამართლევია. ის შსს სისტემაში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მუშაობდა, თუმცა, შემდეგ გაათავისუფლეს და მოგვიანებით, დააკავეს კიდეც, რადგან, წყაროს თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპარული ავტომანქანების გადაცილება-გადაყვანით იყო დაკავებული. 

ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მამუკა ქარდავა გაამართლეს, ნასამართლობა მოუხსნეს და შს სისტემაშიც დააბრუნეს. 

სად იმყოფება ამ დროისთვის მამუკა ქარდავა, ჯერჯერობით, უცნობია, რაც შეეხება დაზარალებულს, არც თვითონ კვარაცხელია და არც მისი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...