მთავარისიახლეებიმსოფლიოდაიბომბა კიევი, არიან დაზარალებულები - უკრაინის დედაქალაქს ოკუპანტებმა 14 რაკეტა ესროლეს

დაიბომბა კიევი, არიან დაზარალებულები – უკრაინის დედაქალაქს ოკუპანტებმა 14 რაკეტა ესროლეს [video]

Published on

დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის დაბომბვა დაიწყეს. როგორც სახალხო დეპუტატი ოლექსანდრ გონჩარენკო წერს, კიევისა და კიევის ოლქის დასახლებებისკენ სულ 14 რაკეტა იყო გაშვებული. 

ოფიციალური ინფორმაციით, უშუალოდ ქალაქ კიევის თავზე ორი რაკეტა მოფრინდა, რომელთაგან ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ერთი კი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა – დაინგრა ბოლო სამი სართული, გაჩნდა ხანძარი, არიან დაზარალებულები, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ზუსტდება. 

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, ხანძარი ლოკალიზებულია. 

მოკლედ მიწოდებულ და განახლებულ ინფორმაციას კიევის დაბომბვისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შესახებ მიადევნეთ თვალი ჩვენს ტელეგრამ-არხზე: 👉

 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...