მთავარისიახლეებიEU-ში ერთობლივი მიმართვის გაგზავნის ინიციატივას აქციაზე დღეს მარგველაშვილი გააჟღერებს

EU-ში ერთობლივი მიმართვის გაგზავნის ინიციატივას აქციაზე დღეს მარგველაშვილი გააჟღერებს

Published on

გაიგზავნოს ევროკავშირში ერთობლივი მიმართვა – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს, თბილისში დაანონსებულ აქციაზე ინიციატივას გაახმოვანებს. მიმართვაში აღნიშნული იქნება, რომ საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას, მნიშვნელოვანია მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ამის შემდეგ კი ქვეყანას დაეკისროს, იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკავშირისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილის პოზიციაა, რომ თუ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოხდება, ეს ევროპელი პარტნიორებისთვის სერიოზული არგუმენტი იქნება.

“მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყოს, იმიტომ, რომ ნათლად უნდა გამოჩნდეს – ჩვენ, მიუხედავად პარტიული ან პოლიტიკური შეხედულებებისა, ვართ ადამიანები, რომლებსაც გვინდა თავისუფალ ერთა სივრცეში ცხოვრება. მივმართავ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, მოვაწეროთ ხელი. მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ ჯერ კანდიდატობა და მერე მოთხოვნები, რატომ?! იმიტომ რომ ახლა არის ძალიან გადამწყვეტი მომენტი ჩვენი რეგიონის ისტორიაში, საქართველო რუსეთის გავლენის გაღმა უნდა დარჩეს. თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება ამ რამდენიმე დღეში, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპაში, რომ უარი ვერ გვითხრან”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართება.

სიახლეები

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...