მთავარისიახლეები"იმ ხალხს რომ 5 წლები და რაღაცეები მიუსაჯეს უაზროდ, უნდა გამოუშვან" -...

“იმ ხალხს რომ 5 წლები და რაღაცეები მიუსაჯეს უაზროდ, უნდა გამოუშვან” – მეუფე სტეფანე 5 ივლისის მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს

Published on

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ეხმაურება მოძალადეთა დაჯგუფების წევრის მხრიდან, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმას და ამბობს, რომ მათ “რაც ეკუთვნოდათ, ის უთხრეს”. გარდა ამისა, ამბიონიდან ქადაგების დროს, მან 5 ივლისის მოძალადეების გათავისუფლებაც მოითხოვა:

“ეხლა ვიღაცამ რაღაცა უთხრა ქუჩაში რომ მიდიოდნენ უკეთურ ხალხს და უთხრა რაც ეკუთვნოდა და დაიჭირეს იმიტომ, რომ იქიდან ნაბრძანებია, ჰყავთ პატრონები, უფალს პატრონად არ მიიჩნევენ, ის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს ყველა პატრონი გახდა…

მე ვფიქრობ, პირველი ის უნდა გააკეთო, იმ ხალხს რომ ხუთი წლები და რაღაცეები მიუსაჯეს უაზროდ, უნდა გამოუშვან, იმ ხალხს ეხლა რო დაიჭირეს კიდე, იმისთვის რომ 2 სიტყვა თქვეს რაღაც, ესენიც უნდა გამოუშვან, მართლები იყვნენ, თუ ის პოლიტპატიმრად ითვლება და გამოუშვეს იმდენი პარლამენტზე თავდამსხმელები, მაშინ ამ ხალხს ვინ რას ერჩის?…” ამბობს სტეფანე.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...