მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით ,რუსმა ოკუპანტებმა, მარიუპოლში 22 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ნაცისტების მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლულთა რაოდენობა.
“მათ დაანგრიეს მარიუპოლი, როგორც ტერორისტებმა და მკვლელებმა. მოკლეს 22 000-ზე მეტი ადგილობრივი, გაანადგურეს და ფერფლად აქციეს ჩვენი მაღალსართულიანი შენობების 50% . ანუ ნაცისტებზე მეტი უბედურება ჩაიდინეს. ოკუპაცია 1941 წლიდან 1943 წლამდე მოახდინეს ნაცისტებმა, სადაც ჰიტლერმა 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა“, – თქვა ბოიჩენკომ.
მისივე თქმით, მარიუპოლის ირგვლივ მასობრივი საფლავების რაოდენობა იზრდება, არ არის საკვები და წყალი. ქალაქი ეპიდემიის გავრცელების დიდი რისკის ქვეშაა.
უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ ქოლერა, დიზინტერია და სხვა დაავადებები, შესაძლოა, 10 ათასამდე მარიუპოლელის სიკვდილის მიზეზი გახდეს მიმდინარე წლის ბოლომდე.