მთავარისიახლეებიანი წითლიძე შსს-ს მიმართავს გამოიძიონ წალენჯიხაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტი

ანი წითლიძე შსს-ს მიმართავს გამოიძიონ წალენჯიხაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტი

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს მიმართავს გამოიძიონ წალენჯიხაში “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტი.

მისი განცხადებით, დათო ბელქანიამ და გოგა გულორდავამ ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები, მომხდარზე კი ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა. დეპუტატის განცხადებითვე, თვითმხილველებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

“მე მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენიმე დღის წინ მე გავაკეთე განცხადება, რომ წალენჯიხის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირება და გარჩევა მოხდა წალენჯიხის საკრებულოს წევრებს შორის “ქართული ოცნებიდან”, რომელშიც მონაწილეობდა წალენჯიხაში საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე “ქართული ოცნების” დათო ბელქანია და პარტიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა. დათო ბელქანიამ და გოგა გულორდავამ ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები, ადგილობრივი მოსახლეები.

საქმე ეხებოდა კონკრეტულ მიწას, აღმოჩნდა, რომ წალენჯიხის ყველაზე სტრატეგიული მიწა სწორედ დათო ბელქანიას და გოგა გულორდავას მფლობელობაში აღმოჩნდა, რაც გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ნაცემი არის მერაბ კვარაცხელია, რომლის მდგომარეობაც არის მძიმე, ორივე მხარე არის დაჭრილი. ეს სისხლიანი ვენდეტა მოხდა წალენჯიხის ცენტრში, რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი და ნაცვლად იმისა, რომ დაწყებულიყო გამოძიება და რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ, ეგოთ პასუხი ამ სისხლიან გარჩევაზე, დღესაც კი გრძელდება ზეწოლა სუს-ის მხრიდან, პოლიციის მხრიდან იმ ადამიანებზე რომლებიც იყვნენ თვითმხილველები ამ ფაქტის”, – თქვა ანი წითლიძემ.

წითლიძე აცხადებს, რომ მზადაა მივიდეს დაკითხვაზე, მიაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია მომხდარზე და როგორ ხდება თვითმხილველებზე ზეწოლა.

სიახლეები

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...

სოხუმზე 1993 წლის მარტის მასშტაბური შეტევა – გახსოვდეს შენი ისტორია

სოხუმში მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1993 წლის 15-16 მარტს, სოხუმზე შეტევის დროს დაღუპულთა...

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის...

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...