მთავარისიახლეებისაქართველოში მედიის ვითარება სავალალოა - მარკეტა გრეგოროვა

საქართველოში მედიის ვითარება სავალალოა – მარკეტა გრეგოროვა

Published on

შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს მოიცავს დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ფუნდამენტურ თავისუფლებას, მათ შორის, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, – ამის შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, საქართველოში მედიის ვითარება სავალალოა.

„ჟურნალისტებს ძალადობრივად ესხმიან თავს უპრეცედენტო რაოდენობით. არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და დევნის შემთხვევები. მრავალი კრიმინალური გამოძიებაა დაწყებული მედიაში დასაქმებულთა და მფლობელთა წინააღმდეგ. ამასთან, იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიაზე ნადირობას, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების სვეტი.

ამასთან, მე შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს მათი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს მოიცავს დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ფუნდამენტურ თავისუფლებას. მათ შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. კანდიდატის სტატუსი არაა ცალმხრივი შეთანხმება. ჩვენ გვსურს თქვენი მოქალაქეების სურვილების შესრულება, თქვენ გსურთ? თუ კი, მაშინ გჭირდებათ გარკვეული სტანდარტების შენარჩუნება“, – განაცხადა გრეგოროვამ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...