EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს – კობახიძე

0
241

“მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.

ყველას გახსოვთ ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო, როდესაც მათაც ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არც საქართველოსთვის და არც უკრაინისა და არც მოლდოვისთვის არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

წინა სტატიაევროპარლამენტის რეზოლუცია – დოკუმენტის სრული ტექსტი
შემდეგი სტატიაიმით, რომ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ – ჯუანშერ ბურჭულაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური