მთავარისიახლეებიაშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

Published on

ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილისა და ე.წ. კლანის წევრი ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ უმწვავეს განცხადებებთან ერთად, სანქციებზე ისაუბრეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზეც.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა თქვა, რომ შტატები სანქციებს იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუმპირებული მთავრობების წინააღმდეგ.

“სანქციები როგორც იცით არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს, რომელზეც ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ იქნება, რომ გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე სვლა, რათა გახდეს ძლიერი დემოკრატია”, – თქვა დონფრიდმა.

ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობის შესახებ კი კარენ დონფრიდმა აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის თავისუფალი მედია არსებითი მნიშვნელობისაა.

“ნებისმიერი დემოკრატიისთვის თავისუფალ მედიას არსებითი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა მან.

სიახლეები

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...