მთავარისიახლეებითავდასხმა ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე - დაკავებულია 2 პირი

თავდასხმა ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე – დაკავებულია 2 პირი

Published on

რუსთაველის გამზირზე “რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა.

დეპუტატმა მანამდე Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ორმა კაცმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი ამბობს, რომ პოლიცია ადგილზე თავად მიიყვანა, თავდამსმელები კი მათ სამართალდამცავების თანდასწრებითაც ემუქრებოდნენ – “მეფეზე როგორ ლაპარაკობთ, ეს სიტყვები მახსოვს”.

ხათუნა სამნიძე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ერთ-ერთი თავდამსხმელი მან ამოიცნო, რადგან ის სხვა ჰომოფობიური ნიშნით გამართულ პროტესტების აქტიური მონაწილე იყო.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...