რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის – გუტერეში

0
217

“რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის”, – ამ შინაარსის განცხადებას სოციალურ ქსელში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ავრცელებს.

მისი თქმით, გაერო ჰუმანიტარული ძალისხმევის მიმართ ერთგულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები და დიალოგი იქნება საჭირო. გუტერეში იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ძალადობა შეწყდება.

“ომი იწვევს სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს – საკვების, ენერგორესურსებისა და ფინანსები მიმართულებით, რაც აზიანებს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, ქვეყნებსა და ეკონომიკებს. რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის”, – წერს გუტერეში Twitter-ზე.

წინა სტატიაუკრაინის შსს: ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია
შემდეგი სტატიაპუტინის ომმა მოიტანა ისეთი მასშტაბის სიკვდილი, რომელიც ევროპაში II მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა – ტრასი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური