მთავარისიახლეებიუკრაინის შსს: ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია

უკრაინის შსს: ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია

Published on

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია.

მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, სევეროდონეცკში ვითარება ძალიან რთულია – ოკუპანტებმა ქალაქში ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიყვანეს.

“რუსები ახლა აქ ახდენენ ძალების მაქსიმალურ მობილიზებას. სევეროდონეცკშია 20-ზე მეტი ტაქტიკური ბატალიონი, თითოეულ ბატალიონში 600-800 ადამიანია, ასევე, არის 30-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ტანკი და ა.შ”. – ამბობს დენისენსკო.

რუსული ჯარები სევეროდონეცკში 30 მაისს, სასტიკი ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. ამ დროის მონაცემებით, მათ ქალაქის 50% აქვთ დაკავებული.

ქუჩაში სასტიკი სამხედრო დაპირისპირებები გრძელდება.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...