დაზვერვა “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებს უკავშირდება – უკრაინის შს მინისტრი

0
231

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან.

მისი თქმით, კიევი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მებრძოლები გაათავისუფლოს.

“დღეს “აზოვის” პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციას ახორციელებენ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათი მეშვეობით გავიგებთ დამატებით ინფორმაციას: დაკავების პირობებს, კვებას და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ყველამ ვიცით, რომ აქ, კიევში უნდა უნდა იყვნენ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”, – ამბობს მონასტირსკი.

მანვე აღნიშნა, რომ “აზოვსტალის” დაცვა უკრაინის ისტორიაში გმირობის ერთ-ერთი ფურცელია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მაისში განაცხადა, რომ მარიუპოლის “აზოვსტალის” ტერიტორიიდან 2 000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა.

წინა სტატიაოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარ ეზოში ჩაცხრილა – ხერსონის პროკურატურა
შემდეგი სტატიაუკრაინის შსს: ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური