მთავარისიახლეებისაჭიროა, ქვეყნის რეპუტაცია არ დაშავდეს და მიიღონ სათანადო ზომები, რომ არაფერი მოუვიდეს...

საჭიროა, ქვეყნის რეპუტაცია არ დაშავდეს და მიიღონ სათანადო ზომები, რომ არაფერი მოუვიდეს სააკაშვილს – ზურაბიშვილი

Published on

ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამ ჯანმრთელობის მიმართ არის კითხვები, ყველაფერზე იყოს პასუხი გაცემული, და რომ ყურადღება იყოს სათანადო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ -პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრას” ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, საჭიროა იზრუნონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დაზიანდეს და მიიღონ სათანადო ზომები.

“ვერ ვიტყვი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სათანადო მკურნალობის საშუალებები – წინასწარ ასე ვერ ვიტყვი. თუკი ექსპერტები რაღაც მომენტში ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება აქ რომ იყოს მიღებული ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რომ ამას უპასუხოს – ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით – მე არ ვარ დარგის ექსპერტი, მხოლოდ მორალური პოზიცია შემიძლია გამოვხატო. საჭიროა, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დაშავდეს და იყოს მიღებული სათანადო ზომები იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს”,- თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...