სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22%, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული – 51.1%;
პური და პურპროდუქტები – 34.5%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.5%;
ხილი და ყურძენი – 23.3%;
თევზეული – 19.4%;
ზეთი და ცხიმი – 17.7%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 16.8%;
რძე, ყველი და კვერცხი – 16.0%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.4%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.6%;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ფასები მომატებულია:
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 25.2%;
სატრანსპორტო მომსახურებაზე – 12.9%;
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 3%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 28.2%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 13.6%;
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 11.2%.