მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბახმუტი - ლისიჩანსკის "სიცოცხლის გზიდან" ოკუპანტებმა უკან დაიხიეს

ბახმუტი – ლისიჩანსკის “სიცოცხლის გზიდან” ოკუპანტებმა უკან დაიხიეს

Published on

ბახმუტი-ლისიჩანსკის გზიდან, რომელიც “სიცოცხლის გზადაც” მოიხსენიება, რუსმა ოკუპანტებმა, წუხანდელი კონტრშეტევების შემდეგ, უკან დაიხიეს. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე წერს, ახლა უკვე ოკუპანტებს ამ მონაკვეთზე უწყვეტი ხაზი არა აქვთ, რათა დაბომბვები განახოციელონ – მათი 120 მმ-იანი ჭურვები ამ დროისთვის მხოლოდ ერთ ადგილს წვდება. 

“მოკლედ ბახმუტ- ლისიᲩანსკის ტრასაზე მხოლოდ ერთ ადგილზე წვდებიან რომ დაბომბონ 120 მმ-იᲗ ს. ბელოგორივკას მონაკვეთზე, წუხანდელი კონტრᲨეტევის Შემდეგ ს. ტრიპოლიასკენ დაიხიეს და გაურღვიეᲗ”, – წერს ვანო ნადირაძე. 

მანამდე იგივე მებრძოლი წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამი მმიმართულებით იყვნენ გადასული კონტრშეტევაზე:

“დაწყებულია სამ მიმარᲗულებაზე კონტრ Შეტევა, პაპასნაიას მიმარᲗულებაზე გვქვს წარმატება (სოფელ კომიᲨუვახას) მთლიანად ვაკონტროლრბᲗ, ხერსონის მიმარᲗულებაზეც გვაქვს წარმატება ნოვორიგორევკასᲗან ᲨიგნიᲗ ᲨევიᲭერიᲗ სიღრმეში, იზუმი-სლავანსკის მიმარᲗულებიᲗ გაიᲩხირნენ, იმიტომ რომ იზუმის აᲦმოსავლეᲗიდან დაადუᲦეს Ჩვენებმა. რაც Შეეხება ლემანის მიმარᲗულებიდან ჯერ ტრაკი არაა აქვთ Დიდი Შეტევის, რაიგოროდოკᲗან ხიდია აფეთქებული და Ჩემ ფეხებს გადმოვლენ, Თან ᲗვიᲗონ ლემანს Ჩვენები კარგად უბაგუნებენ”, – წერს ის. 

შეგახსენებთ, რომ ქალოაქი ლიმანი უკრაინელებმა ორი დღის წინ დაკარგეს.

სიახლეები

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე...

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...