მთავარისიახლეებიამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ბაიდენის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ აშშ აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.

საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში”, – აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

სიახლეები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო 5000-5000 ათასი ლარით დაჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების...

ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები აშშ-ში დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი IRI-ის ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და...

დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას! -18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

"დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები...

2024 წლის 11 თვეში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სანქციებით და ჯარიმებით 28 მილიონით მეტი თანხა შევიდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით...