მთავარისიახლეებიმე ვფიქრობ, კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავის თავს...

მე ვფიქრობ, კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავის თავს – მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში “ალბათ დაზღვევის მიზნითაა” გადაყვანილი, რომ მან “თავის თავს მართლა რამე არ დაუშავოს”. მისივე აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილი ექიმებს დაუჯერებს, ყველაფერი კარგად ექნება.

“არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ მართლა ვინმე ფიქრობს, გულწრფელად და არა პოლიტიკური ინტერესის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც არის დღეს პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ იყოს, დაზღვევის მიზნით, რომ მართლა რაღაცა თავის თავს არ მოსწიოს ამ კაცმა, რაღაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ სხვა რაღაცეების გამო, არ ვიცი ეს დეტალები ნამდვილად. უნდა დაუჯეროს მან საკუთარ ექიმებს, ვინც მკურნალობს, ვინც ამისათვის სპეციალურად არის გამოყოფილი ალბათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში თუ პენიტენციარულ დაწესებულებაში. თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს მას უნდა მოუწოდონ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და პრობლემა არ ექნება, დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. ევროპაში გადაყვანა კი არა საქართველოში თუ დაუჯერებს, იქნება ყველაფერი კარგად”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კვირაზე მეტია კლინიკა “ვივა მედში” რჩება. მისი კვლევის შედეგები ჯერ ისევ არაა ცნობილი. ოჯახიც და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმებიც ამბობენ, რომ მდგომარეობა უმძიმესია და მსგავსი პაციენტის სრულყოფილად საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია. ამის გამო ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...