მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ "აზოვსტალიდან" გაყვანილებზე - რა ბედი ელით მარიუპოლის დამცველებს?

რა უნდა ვიცოდეთ “აზოვსტალიდან” გაყვანილებზე – რა ბედი ელით მარიუპოლის დამცველებს?

Published on

“აზოვსტალის” 83-დღიანი საგა იმით დასრულდა, რომ ჯერ “აზოვის” მეთაურმა, ლეგენდარულმა პროკოპენკომ შეგვამზადა, უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ვასრულებთ და მალე შეიტყობთ, რა გადაწყვეტილებაცაა – თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვსო. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო წინააღმდეგობის შეწყვეტა და “აზოვსტალიდან” გასვლა. 

როგორც ჩანს, ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება “აზოველებსა” და მარიუპოლის სხვა დამცველებს, პირველ რიგში, დაჭრილი მებრძოლების რთულ, არაადამიანურ პირობებში ყოფნის გამო მოუწიათ. ერთერთ ბოლო ინტერვიუში “აზოვსტალში” მყოფი ექიმი ასე აღწერდა ამ რთულ მდგომარეობას: 

“როგორ აღგიწეროთ თავად სიტუაცია? უხეშად რომ ვთქვათ, უზარმაზარი სპორტდარბაზი, რამდენიმე ათეული ორიარუსიანი საწოლი და იქ დაჭრილები წვანან, დანარჩენები კი – პირდაპირ იატაკზე. ნივთები, იატაკზე გაშლილი ქარხნის უნიფორმები და მათზე მწოლიარე, კიდურების გარეშე დარჩენილი მებრძოლების დაუსრულებელი რიგი: ზოგს ფეხი არა აქვს, ზოგი უბრალოდ, დაჭრილია… საშინელი ანტისანიტარიაა, თანაც, უკვე დათბა, ბუზები ბზუიან, ტკივლით შეწუხებულთა კვნესა ისმის, საშინელი სუნი დგას… მედიკამენტები და სამედიცინო ინსტრუმენტები თითქმის აღარაა, ხოლო საოპერაციო – ეს უბრალოდ, კედელთან მიდგმული მაგიდაა…”.

ცხადია, ყველამ იცოდა, რომ საკითხი მარტივად ვერ გადაწყდებოდა. ამიტომ წინააღმდეგობის შეწყეტასა და სიკვდილს შორის არჩევანის გაკეთება პირველის სასარგებლოდ გონივრული გადაწყვეტილება იყო, თუნდაც იმ შედეგითაც კი, რაც დადგა – ოკუპირებულ, რუსეთის მიერ კონტროლირებად, სეპარატისტულ რეგიონში გადაყვანით. მით უმეტეს, რომ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება ამ დრომდე აცხადებს, რუსები რა განცხადებებსაც აკეთებენ “აზოვსტალელებზე”, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ან აღიქვით, როგორც შიდა პროპაგანდისთვის განკუთვნილი მესიჯებიო და ამატებენ, რომ მოლაპაკებები გაცვლის თაობაზე გრძელდება. 

ძალიან ბევრს აინტერესებს – “აზოვსტალში” მყოფი ყველა მებრძოლი, მათ შორის “აზოვი” და მისი ხელმძღვანელობა, ბარდება? არა, “აზოვის” ხელმძღვანელობა არ ჩაბარებულა, არც “აზოვის” მებრძოლების გამოსვლაზეა კონკრეტული ინფორმაცია. ვინც უკვე გავიდა “აზოვსტალიდან”, თუ არ ჩავთვლით მძიმედ დაჭრილებს, მათ შორის აზოველები არ არიან, თუმცა, ჯერ არც იმაზე მოგვისმენია განცხადება, რას აპირებენ. 

ამ დროისთვის ცნობილია დაახლოებით 350 გაყვანილი მებრძოლის შესახებ. თუ გავითვალისწინებთ, რომ “აზოვსტალის” ბუნკერებში ჯამში 2.000 ადამიანამდე (სამოქალაქო პირების ჩათვლით) იყო დარჩენილი, გაყვანილთა რაოდენობა ჯერ მცირეა. 

რაც შეეხება გამოყვანილებს: ისინი ოკუპირებულ ნოვოაზოვსკში (მარიუპოლიდან 45 კმ, დონეცკის ოლქი) და ელენოვკაში (ასევე დონეცკის ოლქი) გადაჰყავთ, გუშინ კი 90-მდე ადამიანი ტაგანროგშიც მიიყვანეს. “აზოვსტალელთა” გამოყვანის პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. ისინი ქარხნიდან გამოყვანის შემდეგ, ავტობუსებით გადაჰყავთ, რომელთაც რუსული ჯავშანტექნიკა მიაცილებს და ჰაერიდან ვერტმფრენები აკვირდება. 

გაყვანილთა ნაწილი უკვე დაკითხეს, თუმცა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ამ დროს კი რუსი დეპუტატების დიდი ნაწილი მოითხოვს, გაცვლა არ შედგეს და გამოყვანილი “აზოვსტალელები” უმკაცრესად დაისაჯონ. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...