მთავარისიახლეები„გადახდისუუნარობა - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა"- კონფერენცია თბილისში

„გადახდისუუნარობა – კრიზისი, როგორც შესაძლებლობა”- კონფერენცია თბილისში

Published on

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციამ (ბრიპა), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია: „გადახდისუუნარობა – კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.“
კონფერენცია მიზნად ისახავდა ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებას
,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესის თაობაზე და კანონის ფარგლებში გაჩენილი ახალი შესაძლებლობების გამოყენების სტიმულირებას. ღონისძიებას, 40-მდე მონაწილე დაესწრო კერძო და საჯარო სექტორებიდან.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე
ღვინიანიძემ, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, მარიკა ოლსონმა და ბრიპას თავმჯდომარემ, ნანა ამისულაშვილმა.
ბრიპას წარმომადგენლებმა ისაუბრეს, პროფესიული ასოციაციის მნიშვნელობაზე,
გადახდისუუნარობის რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში. USAID-ის
ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ, ბრიპასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელი შეუწყო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიის განვითარებას და ავტორიზებული პრაქტიკოსების სერტიფიცირებას. შედეგად, უკვე დარეგისტრირებულია 23 ავტორიზებული პრაქტიკოსი.
კონფერენციის პირველი პანელი დაეთმო ახალი პროფესიის განვითარების
პერსპექტივებს და გამოწვევებს, მეორე კი, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის
განმავლობაში მიღებული შედეგებისა და პრობლემების განხილვას. USAID-ის ეკონომიკური მართველობის პროგრამის გრანტის ფარგლებში, ბრიპა აწარმოებს კანონის აღსრულების მონიტორინგს და იკვლევს იმ ხარვეზებს, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალონ, როგორც კანონის აღსრულებას, ისე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
USAID-ი გააგრძელებს კანონის ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერას საქართველოს
ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მისი წარმატება უზრუნველყოფს როგორც ბიზნესის, ისე ინვესტორების, უსაფრთხოებას და
კომპანიების ფინანსურ სიჯანსაღეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...